Sunday, March 16, 2014

სასწავლო პროექტი: "გლობალური დათბობა. მოქმედების დროა."

1. პროექტის სახელი: "გლობალური დათბობა. მოქმედების დროა."
2. პროექტის მოკლე აღწერა: სწრაფი მეცნიერული და ტექნიკური განვითარების გამო დედამიწა საფრთხის წინაშეა. მოსწავლეები მოიძებენ ინფორმაციას გლობალური დათბობის გამომწვევი მიზეზების შესახებ, გაეცნობიან სავარაუდო შედეგებს და შეეცდებიან ერთად იპოვონ ამ პროცესის შენელების გზები.
3. პროექდის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძებენ ინფორმაციას გლობალური დათბობის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და გარდაუვალი შედეგების შესახებ.მოსწავლეები შეეცდებიან მასწავლებლის კითხვებს გასცენ პასუხი, გააანალიზებენ თუ რა იციან საკითხის გარშემო და რისი შესწავლაა (კვლევა–ძება) არის  ისინი დაიყოფიან ჯგუფებად. ყოველ ჯგუფს ეყოლება 3 წევრი (ერთ–ერთი მათგანი მოიძიებს ინფორმაციას, მეორე– იმუშავებს პროექტის იერ–სახეზე, ხოლო მესამე გააკეთებს პრეზენტაციას). მოსწავლეები ერთად იმუშავებენ და მოძებნიან პრობლემის გადაჭრის გზებს.

4. მონაწილეთა ასაკი: 
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა
6. პროექტის შესაძო აქტივობები კლასში:ინფორმაციის შეგროვება დამუშავება, დახარისხება, ანალიზის, კომუნიკაციის, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის უნარ–ჩვევების განვითარება. ინტერვიუს აღება, პლაკატების დამზადება.
7. მოსალოდნელი შედეგები:  მოსწავლე აგროვებს ფოტო და ვიდეო მასალებს თემის შესახებ. მოპოვებულ ფოტო/ვიდეო მასალასა და ინფორმაციას ახარისხებს თანამშრომლობისა და აზრთა გაზიარების გზით. აკეთებს ბუკლეტს, პრეზენტაციას, მოჰყავს არგუმენტები და ასაბუთებს რომ მის მიერ შემუშავებული პრექტი არსებულ მდგომარეობას გააუმჯობესებს, საუბრობს დადებით შედეგებზე მისი პროექტის განხორციელების შემთხვევაში.
8. სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ გარემოზე ზრუნვის უნარჩვევები, გააანალიზებენ ადამიანების და მათი თანამშრომლობის როლს სამყაროში. ჩაერთვებიან საზოგადოებრივ საქმიანობაში. სოციალური ქსელების მეშვეობით გააზიარებენ პრობლემას, მის გამომწვევ მიზეზებს, და მათმიერ შემუშავებულ პროექტს რომელშიც არგუმენტირებულად იქნება დასაბუთებული პრობლემის გადაჭრის გზები და მათი აუცილებლობა.
9. სამუშაო ენა: ინგლისური.
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
გეოგრაფია, ბიოლოგია, სამოქალაქო განათლება, ისტ–ი, ხელოვნება.
11. მონაწილეები: ქუთაისის #21 საჯარო სკოლის 9ა/ბ კლასის მოსწავლეები.
12. პროექტის ფასილიტატორი: მარიტა გვეტაძე
      ელ–ფოსტა: maritagvetadze86@gmail.com
      პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: maritagvetadze86.blogspot.com